„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას თქმით, 15 მაისს ოპოზიციის აქცია არ უნდა გაიმართოს.
„ვითარება სრულიად შეცვლილია, ამ ეტაპზე რეალობა სხვა ძალისხმევას მოითხოვს. რა თქმა უნდა, 15 მაისის აქციის ჩატარების მიზანშეწონილობა აღარ არსებობს. მე მგონი, ეს ისედაც ცხადი იყო“, – განაცხადა მელიამ.
შეგახსენებთ, 15 მაისს ოპოზიცია მასშტაბური საპროტესტო აქციის გამართვას აპირებდა.









