„ნიკა მელიასთან საუბრის საშუალება არ მოგვეცა, სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ დაიჭირა. რაზეც გვქონდა სალაპარაკო, ვერ ვილაპარაკეთ. ბევრი სალაპარაკო გვაქვს და გასარკვევი გვაქვს ძველი უხერხული სიტუაციები”,- ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ „ქრონიკას“ განუცხადა.
„ზოგადად, ვინც ჩვენთან სალაპარაკოდ მოდის, ლაპარაკი ძალიან გვიყვარს და არავის არ გავურბივართ. პირიქით, მივესალმებით, ყავას დავალევინებთ, დიდი ხანი ვისაუბრებთ“, – განაცხადა ხვიჩიამ.
შეგახსენებთ, დღეს ნიკა მელია პატიმრობიდან გათავისუფლდა.









