„ერთიანი საქართველოს“ პრემიერობის კანდიდატი ნინო ბურჯანაძე იქნება. ამის შესახებ პარტიის გენერალურმა მდივანმა გიგლა ბარამიძემ „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.
„ჩვენი გუნდის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ქალბატონი ნინო ბურჯანაძე იქნება, თუმცა განსხვავებით სხვა პარტიების ლიდერებისგან, ყოველ წუთს ამაზე ჩვენ არ ვსაუბრობთ, რადგან საქმიანი ხალხი ვართ.
ეტაპრობრივად ვახორციელებთ ჩვენს ქმედებებს, რა თქმა უნდა, ჩვენი პრემიერობის კანდიდატი იქნება ნინო ბურჯანაძე“, – აღნიშნა ბარამიძემ.
რაც შეეხება საარჩევნო პროგრამას, გიგლა ბარამიძის განცხადებით, პარტია პროგრამის პრეზენტაციას 6 ოქტომბერს გამართავს.











