„ერთიანმა საქართველომ” ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ცალკე სუბიექტად „ნინო ბურჯანაძე-ერთიანი საქართველოს“ რეგისტრაციის თაობაზე განაცხადი შეიტანა.
როგორც პარტიის გენერალურმა მდივანმა, გიგლა ბარამიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, კონსტიტუციური ცვლილებებით, მაგრამ რადიკალური ტრანსფორმაციით ,,დღევანდელი პარლამენტის სახე უნდა შეცვალო”.
„დღეს ჩვენ, ჩვენს თანამებრძოლებთან ერთად ცესკოში მოვედით და შევიტანეთ განაცხადი 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობისთვის, ჩვენი პოლიტიკური ძალა „ნინო ბურჯანაძე-ერთიანი საქართველო” ნომერი სამი.
2020 წლის არჩევნები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კიდევ იმიტომ, რომ ჩვენი, სხვების ძალისხმევით, საზოგადოების, ელჩების მხარდაჭერით ხელისუფლებას გადავაწყვეტინეთ საკონსტიტუციო ცვლილებები. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კონსტიტუციური ცვლილებით და რადიკალური ტრანსფორმაციით ჩვენ სახე უნდა შევუცვალოთ დღევანდელ პარლამენტს“, – განაცხადა გიგლა ბარამიძემ.











