ნინოწმინდის პანსიონში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლები შევიდნენ.
არსებული ინფორმაციით, ისინი პანსიონში სოც მუშაკებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდებიან და ვითარებას ადგილზე გაეცნობიან.
ამ დროისთვის, ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, პანსიონში 29 არასრულწლოვანი რჩება.
სასამართლოს განჩინების საფუძველზე 7 შშმ ბავშვი 2 დღის წინ გაიყვანეს. პანსიონი მშობლებთან ერთად ასევე დატოვა რამდენიმე აღსაზრდელმა.











