საფრანგეთის ქალაქ ნიცაში დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა ორი ადამიანი მოკლა. დაშავებულია რამდენიმე პირი. ინფორმაციას lefigaro ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, თავდამსხმელი დაკავებულია. ინციდენტი ნოტრ დამის ეკლესიის მახლობლად მოხდა.
BFMTV-ის ინფორმაციით დაიღუპა 3 ადამიანი, მათ შორის ერთ-ერთ ქალს თავდამსხმელმა თავი მოჰკვეთა, რამდენიმე ადამიანი კი დაიჭრა.
Le Figaro წერს, რომ ერთი ქალი მან ბაზილიკაში მოკლა, მეორე კი გვერდით მდებარე კაფეში, სადაც ის დამნაშავისგან მიმალვას ცდილობდა. მესამე გარდაცვლილი კაცია.
ქალაქის მერმა, ქრისთიან ესტროსიმ ინციდენტს ტერორისტული თავდასხმა უწოდა.
Je suis sur place avec la @PoliceNat06 et la @pmdenice qui a interpellé l’auteur de l’attaque. Je confirme que tout laisse supposer à un attentat terroriste au sein de la basilique Notre-Dame de #Nice06. pic.twitter.com/VmpDqRwzB1
— Christian Estrosi (@cestrosi) October 29, 2020











