7 დეკემბრიდან ნიუ-იორკში საჯარო სკოლების გახსნა იწყება. ინფორმაციას ამის შესახებ „გარდიანი“ ავრცელებს.
სკოლების გახსნა ქალაქის მერმა, ბილ დე ბლასიომ დააანონსა. მისი თქმით, თავდაპირველად გაიხსნება დაწყებითი სკოლები. სკოლაში ის ბავშვები წავლენ, რომელთა მშობლებიც ყოველკვირეულ ტესტირებაზე თანახმანი იქნებიან.
ნიუ-იორკში სკოლები დაახლოებით 2 კვირის წინ მას შემდეგ დაიკეტა, რაც კოვიდ 19-ზე ჩატარებული ტესტების დადებითმა მაჩვენებელმა 3% -იან ნიშნულს გადააჭარბა.











