ნობელის პრემიის გამარჯვებულებისადმი მიძღვნილი ტრადიციული ბანკეტი, კორონავირუსის გამო, წელს არ ჩატარდება.
ამის შესახებ The Local-ი იუწყება.
„2020 წელი განსაკუთრებულია, ყველას უწევს მსხვერპლის გაღება და გამონაკლისს არც ნობელის პრემია წარმოადგენს. კერძოდ, არაა გამორიცხული, რომ გამარჯვებულებმა ჯილდო თავიანთ ქვეყნებში ან საელჩოებში მიიღონ“,- განაცხადა ნობელის ფონდის დირექტორმა, ლარს ჰეიკენსტენმა.











