fbpx
29/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

„ნუ გვაგვიბრაზდებით, ჩვენი რეიტინგი 60%-ია“ – მამუკა მდინარაძე

14:04 ივლისი 17, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
865
ნახვა

„ნუ გაგვიბრაზდებით ხოლმე, როცა ვიტყვით, რომ 60 პროცენტზეა ჩვენი რეიტინგი, მაშინ, როდესაც IPM  და მსგავსი ორგანიზაციები გვიწერენ 50 პროცენტთან მიახლოებულ მონაცემს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„თუ თქვენ იტყვით, რომ უმრავლესობას ვერ აგროვებს ვერც ერთი პარტია, შეცდომაა, იმიტომ, რომ ჩვენ არ ვიცით ალოკაციის შედეგები. როდესაც ალოკაცია არ არის გაკეთებული და 20 პროცენტი გადაუწყვეტელი წერია, ეს იმას ნიშნავს, რომ 39 პროცენტი ვისაც დაუფიქსირდა ამ კვლევითაც კი, ყველაზე მარტივი ალოკაციით, ეს არის 49 პროცენტზე მეტი და ნუ გაგვიბრაზდებით ხოლმე, როცა ვიტყვით, რომ 60 პროცენტზეა ჩვენი რეიტინგი, მაშინ, როდესაც IPM  და მსგავსი ორგანიზაციები გვიწერენ 50 პროცენტთან მიახლოებულ მონაცემს“,- ასე გამოეხმაურა ვიცე-სპიკერი მამუკა მდინარაძე  Edison Research-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, საუბარია  იმ ორგანიზაციების კვლევებზე, რომლებიც 20, 25 ხან 30 პროცენტით ცდებოდნენ წინა წლების განმავლობაში და მათ აქვთ სუბიექტური პოლიტიკური ინტერესი. მისივე თქმით, ისინი თუ გამოაქვეყნებენ რაღაც ციფრებს, რომელიც ალოკაციის გარეშე იქნება, ეს კიდევ უფრო მეტად შეიყვანს საზოგადოებას შეცდომაში.

„ალოკაციას თუ გააკეთებენ, და ასე სპეკულაციურად არ მოგვაწოდებს იპმ, რომელსაც სუბიექტური პოლიტიკური ინტერესი აქვს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის კონკრეტული კომპანია, რომელიც კონკრეტულ შემთხვევებში მხარს უჭერს ხოლმე  „ევროპულ საქართველოს“, შემდეგ ჩაატარებს მეორე და ის დაუჭერს მხარს „ნაციონალურ მოძრაობას“ და შემთხვევით ეს ყველაფერი არ იქნება. წლების განმავლობაში ასე ხდება, უკანასკნელი წლების განმავლობაში კი განსაკუთრებით, 20 პროცენტით ცდებიან ხოლმე მინიმუმ, მაგრამ ისინი თუ გამოაქვეყნებენ რაღაც ციფრებს, რომელიც ალოკაციის გარეშე იქნება, ეს კიდევ უფრო მეტად შეიყვანს საზოგადოებას შეცდომაში, იმიტომ, რომ გუშინ მაგალითად Edison Research-ის კვლევა გამოქვეყნდა, რომელზეც არ ვიცით ვინ ჩაატარა საველე სამუშაოები. ამე ეჭვი მაქვს, რომ ისევ  IPM-მა  კვლევებით ჩაატარა ან თუ არ ჩაატარა, მე არ ვიცი რეალურად და ცალ-ცალკე ამ ორი მონაცემის გამოქვეყნებას აზრი არ ჰქონდა“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ვიცე-სპიკერის თქმით, კვლევების შედეგები გაცილებით უფრო მკაფიო და ცხადი გახდება, თუ ცნობილი იქნება კომპანია, რომელმაც საველე სამუშაოები ჩაატარა.

„Edison Research-თან მე მექნება კითხვა, ვინ ჩაატარა საველე სამუშაო და შემდეგ უფრო მკაფიო იქნება ყველაფერი. ვინც შეუკვეთა, ევროპულმა საქართველომ და მისმა მედია საშუალებამ, გასაგებია და მათ კვლევაშიც კი მათ ვერ დაუწერეს 5 პროცენტზე მეტი. ჩვენ რომ ვამბობთ, გვიბრაზდებიან ხოლმე როცა ვამბობთ, რომ მათ აქვთ 3 პროცენტი რეიტინგი და 5 პროცენტზე მეტი, პრაქტიკულად მის მიერ ჩატარებულ კვლევაში ვერ დაუწერეს.

სიღრმეში რომ არ ჩაჰყვეთ და 20 პროცენტი პირდაპირ გადაანაწილოთ, ყველაზე მარტივი და პრიმიტიული ალოკაციაც კი რომ გაკეთდეს, ამ შემთხვევაში მათ თქვეს, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს 50 პროცენტი, სულ რაღაც 5 პროცენტით ასცდა გორბის კვლევას, რომელსაც თავის მხრივ, 10 პროცენტი გადაუწყვეტელი ისე ეწერა, რომ კიდევ გაიზრდებოდა მონაცემი მარტივი ალოკაცია, რომ გაეკეთებინა და დაემთხვეოდა ჩვენს შიდა კვლევებს, რომელთან დაკავშირებითაც არ დაგვიმალავს თქვენთვის ინფორმაცია“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.​

გუშინ, ცნობილი გახდა კვლევითი ორგანიზაცია Edison Reaserch-ის კვლევის შედეგები.

ქართული ოცნება – 39%,  ნაციონალური მოძრაობა – 16%; — Edison Research-ის პოლიტიკური რეიტინგები

თეგები: რეიტინგი

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე – „ედისონ რისერჩი“ უჩვენებს, რომ ამ ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვლება, „ქართული ოცნება“ 43%-ს ვერ დააგროვებს

ივნისი 25, 2021
783
Standard & Poor's headquarters in the financial district of New York on August 6, 2011. The United States' credit rating was cut for the first time ever August 5 when Standard and Poor's lowered it from triple-A to AA+, citing the country's looming deficit burden and weak policy-making process. AFP PHOTO/Stan HONDA
ეკონომიკა

სარეიტინგო სააგენტო S&P Global-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB” დონეზე შეუნარჩუნა

თებერვალი 27, 2021
809
პოლიტიკა

5 ყველაზე გავლენიანი ოპოზიციონერი 2020 წელს – APPR-ის კვლევა

დეკემბერი 28, 2020
1.1k

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია