„ედისონ რისერჩი“ უჩვენებს, რომ ამ ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვლება, „ქართული ოცნება“ 43%-ს ვერ დააგროვებს. ძალიან კარგად ჩანს, რომ ის სტრატეგია, რაც „სტრატეგია აღმაშენებელს“ გვაქვს, გამარჯვების სტრატეგიაა, მაქსიმალურად მეტი ხმა უნდა გამოვიტანოთ”, – ასე აფასებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე „ედისონ რისერჩის“ კვლევებს.
“პირად რეიტინგში ძალიან მაღალი გვაქვს, მაგრამ როგორც ჩანს, ბევრს ჯერ კიდევ ვერ ავუხსენით, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი“ ცალკე პოლიტიკური ძალაა. ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რომ პარტიის რეიტინგი გაიზარდოს.
რაც შეეხება კახა კალაძეს, კახა კალაძის მხილებებს დაელოდეთ, ძალიან დაბალ შანსს ვუწინასწარმეტყველებ, რომ მერობა შეინარჩუნოს“, – აღნიშნავს ვაშაძე.
ცნობისთვის, ტელეკომპანია „ფორმულა“ Edison Research-ის კვლევის შედეგებს აქვეყნებს. Edison Research-ის კვლევის თანახმად, მოსახლეობის 57% ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას მიმართ დადებითადაა განწყობილი, გამოკითხულთა 50%-ს კი თბილისის მერის, კახა კალაძის მიმართ დადებითი განწყობა აქვს; 47%-ს პოზიტიური განწყობა აქვს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიმართ.









