ბინაში გაჩენილ ხანძარს ოკუპირებული აფხაზეთის ქალაქ ტყვარჩელში 14 წლის მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მაშველების თქმით, მოზარდი კვამლისგან გაიგუდა და მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ადგილზე სამი სახანძრო ბრიგადა მუშაობდა.
უწყების ცნობით, მთლიანად დაიწვა ბინა და მის გვერდითაც საცხოვრებელი ფართი.
ხანძრის სავარაუდო მიზეზად გაუმართავი ელექტროღუმელი სახელდება.
ავტორი: თეა შონია











