საოკუპაციო რეჟიმის ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში მასშტაბური ხანძრები წვიმამ ჩააქრო.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროში აცხადებენ, რომ ხანძრის ახალი კერა ოჩამჩირის რაიონში გაჩნდა, თუმცა ცეცხლი უკვე ჩამქრალია და ვითარება მართვადი და კონტროლირებადია. ოკუპირებულ აფხაზეთში ამბობენ, რომ ხანძრის გავრცელების არეალი ჯერ ბოლომდე ცნობილი არ არის.











