ოკუპირებულ აფხაზეთში, ახალ ათონში 18 აგვისტოს, გვიან ღამით გაჩენილი ხანძრის შედეგად საზაფხულო კაფე სრულად დაიწვა.
ე.წ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, რამდენიმე წუთში გავრცელდა ცეცხლი ადგილზე არსებულ ხეებზე და კონსტრუქციებზე. ხანძარი ასევე სწრაფად მოედო ღია კაფის სახურავს, რომელიც პალმის ფოთლებისგან იყო დამზადებული.
ცეცხლმა დააზიანა ღია კაფის სიახლოვეს კვიპაროსის რამდენიმე ხე. იყო საფრთხე, რომ ის სხვა მცენარეებსაც მოსდებოდა, თუმცა ე.წ. საგანგებოში ამბობენ, რომ მათ მანამდე შეძლეს ცეცხლის ლოკალიზება.
ადგილზე ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოებში 2 სახანძრო მანქანა იღებდა მონაწილეობას.
ავტორი: თეა შონია











