მდინარე ენგურზე სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობს. მდინარიდან ამოყვანილია სამი მოქალაქის ცხედარი. დამატებით გრძელდება კიდე ერთი მოქალაქის სამძებრო-სამაშველო ღონისძიება. არსებული ინფორმაციით, მოქალაქეები მდინარის გადმოცურვას ოკუპირებული გალიდან ცდილობდნენ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე და 115-ე მუხლებით მიმდინარეობს.
ავტორი: თეა შონია











