fbpx
03/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ომბუდსმენი შაქარაშვილის საქმეზე – ყველას შევხვდებით, ყველა მხარეს მოვუსმენთ 

17:22 ივლისი 14, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
803
ნახვა

ჩვენი ჩართვის მიზანი არის მხარეთა უფლებების დაცვა, როგორც დაზარალებულის, ასევე ბრადებულების, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით,  შაქარაშვილის საქმის ფიგურანტებზე სავარაუდო ზემოქმედების ფაქტის შესწავლა სახალხო დამცველმა უკვე დაიწყო.

„შევხვდი როგორც გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახის წევრებს, ასევე ყველა ბრალდებულს, რომელიც არის დაკავებული და საპატიმრო დაწესებულებაში იმყოფება. საქმის შეფასების ანალიზის საფუძველზე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მივმართოთ პროკურატურას, გაგვაცნოს საქმის მასალები. ჩვენ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში შევისწავლით საქმის მასალებს, პერიოდულად მივაწვდით გამოძიებას ინფორმაციას იმ საგამოძიებო ქმედებების თაობაზე, რაც მიგვაჩნია, რომ თუ არ ჩატარდება, უნდა ჩატარდეს ან დროულად უნდა ჩატარდეს. ასევე შევაფასებთ, რამდენად დროულად ჩატარდა ყველა საგამოძიებო მოქმედება საქმეში. ჩვენი ჩართვის მიზანი არის მხარეთა უფლებების დაცვა, როგორც დაზარალებულის, ასევე ბრადებულების, რომ გამოძიების პროცესში მათი საპროცესო უფლებები დაცული იყოს. ჩვენ არც ერთი მხარის სასარგებლოდ არ ვერთვებით ამ საქმეში. შესაბამისად, მოვუწოდებთ ყველა პირს, ბრალდებულების ადვოკატებს, ასევე დაზარალებულის ოჯახისგანაც მაქვს თანხმობა, იმ შემთხვევაში, თუ ისინი ჩართვლიან, რომ მათი საპროცესო უფლებები გამოძიების მსვლელობისას ირღვევა, ამის თაობაზე შესაბამისი ინფორმაცია მოგვაწოდონ.

დაკავებულთა უმრავლესობას არ გამოუთქვამს სახალხო დამცველის დახმარების სურვილი რაიმე საკითხთან დაკავშირებით, თუმცა იყო ცალკეული შემთხვევები და ინფორმაცია, რაც მათ მოგვაწოდეს და ჩვენთვის საინტერესოა. ჩვენ ამ მიმართულებით დაწყებული გვაქვს გარკვეული გარემოებების შესწავლა. ჩვენ არ გვაქვს მათგან თანხმობა, რომ საჯაროდ ვისაუბროთ ამის შესახებ. როგორც განაცხადეს, მათ მხოლოდ ჩვენთვან ისაუბრეს ამის თაობაზე. საყურადღებო ინფორმაციები მივიღეთ. ჯერჯერობით ვერ შევაფასებ, რამდენად სერიოზული ან დასაბუთებული იყო ის ინფორმაციები, რაც მოგვაწოდეს, თუმცა, გარკვულწილად ეხება სავარაუდო ზემოქმედების განხორციელების მცდელობას, რომელზეც ბრალდებულები საუბრობენ. ერთ-ერთი ეხებოდა ფიზიკურ ზემოქმედებას, რაც თქვენთვისაც ცნობილია და ამაზე უკვე დაწყებული გვაქვს შესწავლა. ასევე, მეორე ეხება სხვა შემთხვევას. ვაპირებ სხვა დაზარალებულებთანაც შეხვედრას. ყველას შევხვდებით, აბსოლუტურად ყველა მხარეს მოვუსმენთ“, – აცხადებს ლომჯარია.

 

თეგები: ომბუდსმენი

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

ნინო ლომჯარია ჟურნალისტებზე თავდასხმების გახშირებულ ფაქტებს ეხმიანება

ივლისი 27, 2021
778
საზოგადოება

ნინო ლომჯარია თანამდებობის პირებსა და უწყებებს მოუწოდებს ღირსების მარშის მონაწილეები რეალურად დაიცვას

ივლისი 1, 2021
777
საზოგადოება

სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე რეგულირების სააგენტომ უკანონო საექიმო საქმიანობის განხორციელების ფაქტი დაადგინა

ივნისი 7, 2021
781

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია