“სხვადასხვა ლოკაციებზე გავმართავთ სხვადასხვა აქციებს“,- ამის შესახებ განცხადებას “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა.
მისი თქმით, თითოეული არაძალადობრივი მოქალაქე ქუჩაში ნიშნავს, რომ ეს რეჟიმი ჩამოინგრევა.
„ყოველდღე უნდა ვიყოთ ქუჩებში, მეთოდურად უნდა ჩამოვშალოთ რეჟიმი. ირყევა ეს რეჟიმი უკვე და უნდა ვარყიოთ. თითოეული არაძალადობრივი მოქალაქე ქუჩაში ნიშნავს, რომ ეს რეჟიმი ჩამოინგრევა. მოძრაობა „სირცხვილია“ 19 საათზე პარლამენტთან გამართავს აქციას, ჩვენ კი სხვადასხვა ლოკაციებზე გავმართავთ სხვადასხვა აქციებს. ჩვენზე არის დამოკიდებული იქნება თუ არა მიხეილ სააკაშვილი ცოცხალი. სხვა გზა არ დატოვა პუტინმა, ამიტომ ბრძოლა გამარჯვებამდე“, – განაცხადა ნიკა მელიამ.











