„ეს არის მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობა, მათ არაერთგზის მოუწოდეს ელჩებმა, რომ მხარი დაეჭირათ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის, თუმცა, ისინი ღიად უპირისპირდებიან ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, ელჩებს“,- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალსიტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, მათ ამისთვის დაეკისრებათ საკმაოდ მძიმე პოლიტიკური პასუხისმგებლობა.
„თეორიულად რომ დავუშვათ, რომ რომელიმე დეპუტატმა ეს გააკეთოს, ეს იქნება ღია გარიგებაში შესვლა „ნაციონალურ მოძრაობასთან”. ამას ალბათ, არც ერთი დეპუტატი არ გარისკავს, აქედან გამომდინარე არავითარი რისკის ქვეშ არ დგას საკონსტიტუციო ცვლილებები.
დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ამ პროექტს ექნება მყარი მხარდაჭერა იმ დეპუტატების მხირდან, რომლებმაც ხმა მისცეს ამ დოკუმენტს მეორე მოსმენისას. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ასეთივე მხარდაჭერით იქნება მიღებული მესამე მოსმენით, რაც იქნება ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯი ქართული დემოკრატიისთვის. მინდა მოვუწოდო ყველა დეპუტატს, მხარი დაუჭირონ ამ ცვლილებებს,”- განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, დღეს პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე მოსმენით განიხილავენ და კენჭს უყრიან.











