პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ოპოზიციამ მედიატორის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს ხელი არ მოაწერა, არის ის, რომ დოკუმენტში არ იყო პუნქტი – ვადამდელი არჩევნების შესახებ.
მისივე თქმით, სწორედ ოპოზიციის ამ ულტიმატუმმა შეუშალა ხელი დიალოგის შეთანხმებით დასრულებას.
„მედიატორის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს ოპოზიცია არ დაეთანხმა. მათ ვერ გამოხატეს მზადყოფნა და პასუხისმგებლობა ამ დოკუმენტის ხელმოსაწერად, რაც სამწუხაროა და ამან ხელი შეუშალა შეთანხმებას და პოლიტიკური დიალოგის დასრულებას წარმატებით.
რიგგარეშე არჩევნების საკითხი დიალოგში, როგორც ჩვენი მხრიდან, ასევე მედიატორის მხრიდან არ იყო განხილული, ამის დამატებას ითხოვდა ოპოზიცია და ეს იყო ერთ-ერთი საკითხი, რის გამოც მათ ხელი არ მოაწერეს შეთანხმებას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.











