არანაირი მნიშვნელობა არ აქვს „პატრიოტთა ალიანსის“ მე-17 და 37-ე ნომრები შევლენ თუ არა პარლამენტში. ეგ არაფერს არ ცვლის, – ამის შესახებ “გირჩი-მეტი თავისუფლების” ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ “რუსთავი 2-ის” ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, პოლიტიკური კრიზისი არაა იმის გამო, რომ დეპუა5ტტების ნაწილი პარლამენტში არ შედის, არამედ კრიზისი ადამიანებშია.
„პოლიტიკური კრიზისი არაა იმის გამო, რომ პარლამენტში დეპუტატები არ არიან. კრიზისი არის სინამდვილეში ადამიანების ტვინებში და გულებში. იმ ადამიანებში, ვინც ორი ვადა მისცა „ქართულ ოცნებას“ და ამის მერე იმედი ჰქონდათ, რომ ქვეყანაში რაღაც შეიცვლებოდა. ეს დაიწყებოდა ხელისუფლების ცვლილებით”, – განაცხადა ჯაფარიძემ.
ამასთან, ზურა ჯაფარიძე აცხადებს, რომ ოპოზიცია მხოლოდ მაშინ შევა პარლამენტში თუ დაინახავს, რომ ივანიშვილი ძალაუფლებას თმობს.
„ოპოზიცია შევა პარლამენტში იმ შემთხვევაში თუ დაინახავს, რომ ივანიშვილი ძალაუფლებას თმობს. მას ძალაუფლება უნდა დაეთმო არჩევნებით, თუმცა ეს არ გააკეთა. ახლა უნდა დათმოს მოლაპარაკების გზით“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
გელა მიქაძე, ფრიდონ ინჯია და დავით ზილფიმიანი „პატრიოტთა ალიანსიდან“ პარლამენტის წევრები გახდნენ











