“შესაძლებელია პოზიციების შეჯერება, ოპოზიციამ მხარი უნდა დაუჭიროს „ქართული ოცნების“ მიერ დაინიცირებულ კანონპროექტს”,- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ამნისტიასთან დაკავშირებით, საპარლამენტო ოპოზიციისა და პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავას შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა.
„დღეს ვიკრიბებით იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გავცვალოთ პოზიციები. შესაძლებელია შეჯერება, ოპოზიციამ მხარი უნდა დაუჭიროს „ქართული ოცნების” მიერ დაინიცირებულ კანონპროექტს. დღეს აუცილებლად გავა პირველი მოსმენით ეს კანონპროექტი, თუმცა, იმისთვის, რომ გქვონდეს რესურსი პოზიციების დაახლოების, რომ მეორე მოსმენის ფარგლებში გარკვეულ საკითხებზე იქნებ შევჯერდეთ, ამისთვის ვიკრიბებით დღეს,”- განაცხადა ოხანაშვილმა.
ცნობისათვის, პარლამენტში ამნისტიის პროექტთან დაკავშირებით, საპარლამენტო ოპოზიცია პარლამენტის თავმჯდომარეს ხვდება.








