fbpx
11/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ოპოზიციამ დემონსტრაციებით და აქციებით ყველაფერი გააკეთა, რომ ეპიდსიტუაცია დამძიმებულიყო – ლადო კახაძე

16:37 ნოემბერი 24, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
825
ნახვა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ლადო კახაძის განცხადებით, გაერთიანებულმა ოპოზიციამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დამძიმებულიყო.

როგორც კახაძემ აღნიშნა, იმ რეკომენდაციების ფონზე, რომელიც კარგად იცოდა ოპოზიციურმა სპექტრმა, თავყრილობები მაინც მოაწყო.

მისი თქმით,  ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებულ აქციებზე შეკრებილი მოქალაქეები სხვადასხვა ლოკაციებიდან იყვნენ, რამაც კიდევ უფრო გაამწვავა ეპიდვითარება.

„ეს ეპიდემია ყველასთვის დიდი გამოწვევაა. სამართავადაც რთულია, ძალიან საინტერესოა დაგროვილი ცოდნის სწორად გადანაწილება. სწორედ ასეთ დროს ყველაზე დიდი გამოწვევა თავყრილობებია. პირადი უსაფრთხოება გადის სხვათა უსაფრთხოების პატივისცემაზე – თუ ჩვენ განვიხილებვით პოტენციურად ამ ვირუსის მატარებლად ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ სხვას შემთხვევით არ გადავცეთ. შვედეთმა, რომელსაც ლიბერალური მიდგომა აქვს ამ საკითხის მიმართ, 8 ადამიანზე მეტი არ დაუშვეს შეკრებაზე“, – აღნიშნა ლადო კახაძე.

მმართველი გუნდის წევრი ამბობს, რომ ამ თავყრილობებმა, დემონსტრაციებზე უწესრიგობამ ყველანაირი პირობა შექმნა, რომ ინფიცირების რაოდენობა გაზრდილიყო.

კახაძის თქმით, პოლიტიკურ სარჩულზე დაყრდნობილი მავნებლობა ქვეყანას კარგს არ მოუტანს.

„გულსატკენია ახლა რასაც ვიტყვი, მაგრამ ვიღაცამ მოისურვა ამ სიტუაციის დამძიმება ხელოვნურად და პირდაპირ დასვა ამ არჩევნების ჩარჩოზე.  გული მტკივა, მაგრამ ოპოზიციურმა ფრთამ, დემონსტრაციებით და აქციებით ყველაფერი გააკეთა, რომ სიტუაცია დამძიმებულიყო, რამეთუ მათ იცოდნენ  რეკომენდაციების დონეზე, რომ თავყრილობები არასასურველია, რომ შესანიშნავი გარემოა იმისთვის, რომ ამ დაავადებამ თავისი ფრთები გაშალოს. მაგალითიც გვაქვს უკვე. გვქონდა ციფრები ზაფხულიდან გამოყოლილი. დავინახეთ ჯიუტად პირბადის გარეშე ერთმანეთის გვერდიგვერდ, არეულად, დისტანციის გარეშე ბევრი ადამიანის თავყრილობა. ეს ადამიანები ერთი ლოკაციიდან კი არ იყვნენ, სხვადასხვა ლოკაციიდან იყვნენ. მივიღეთ, ის რომ ამ თავყრილობის ადგილებიდან ეს ადამიანები საწყის ლოკაციას დაუბრუნდნენ და იქაც იფეთქა ამ დაავადებამ. ამ თავყრილობებმა, დემონსტრაციებმა უწესრიგოდ ყველანაირი პირობა შექმნა, რომ ინფიცირების რაოდენობა გაზრდილიყო. ინფიცირების წყარო გაძლიერდა არასწორი მოპყრობის გამო. ამბობდნენ გაზაფხულზე ეპიდვითარება აუფეთქდებათო-  ისე იძახდნენ აუფეთქდებათო, თითქოს ჩვენ სხვები ვიყოთ. ეს არის მავნებლობა. არ ვერიდები ამ სიტყვას. ეს უმეცრებასთან ერთად მავნებლობაც არის. პოლიტიკურ სარჩულზე დაყრდნობილი მავნეობა ქვეყანას კარგს არ მოუტანს“, – განაცხადა ლადო კახაძემ.

თეგები: ლადო კახაძეპანდემია

დაკავშირებული სტატიები

მსოფლიო

ჯანმო: არსებულმა კოვიდ ვაქცინებმა ადამიანები ომიკრონი ვარიანტი მძიმე ფორმების განვითარებისგან უნდა დაიცვან

დეკემბერი 8, 2021
848
პოლიტიკა

მუხლმოდრეკით გთხოვთ, აიცერით – ლადო კახაძე

დეკემბერი 1, 2021
853
საზოგადოება

ლადო კახაძე: მუხლმოდრეკით გთხოვთ, აიცერით

დეკემბერი 1, 2021
844

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია