„ოპოზიცია ორიენტირებულია არჩევნების მეორე დღეზე, სადაც ასევე ზუსტად იციან, რომ არაფერი გამოუვათ. მათ მიერ წარდგენილი კანდიდატურებიც ადასტურებს იმას, რომ ოპოზიციამ საერთოდ არ იცის, რა უნდა ამ არჩევნებზე, და საერთოდ არ აქვს გამარჯვების სურვილიც კი“, – აცხადებს დავითულიანი”,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა ბექა დავითულიანმა განაცხადა.
“სამმა ოპოზიციურმა პარტიამ: „ევროპულმა საქართველომ“, „გირჩი – მეტი თავისუფლებამ“ და ელენე ხოშტარიას „დროამ“ თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. კანდიდატებს მხარს უჭერს „ნაციონალური მოძრაობა“. სააკაშვილის პარტიას დედაქალაქში მხოლოდ მერობის კანდიდატი ნიკა მელია ჰყავს, რომელიც ოპოზიციას გაერთიანებისკენ მოუწოდებს. „ევროპული საქართველოდან“ საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები არიან სამგორში – დათო ჟღენტი, ისანი – ბესო დონაძე და ჩუღურეთი – გიორგი ნონიაშვილი, „დროადან“ გლდანში თავად ელენე ხოშტარია, ვაკეში ბათუ ქუთელია იქნება კანდიდატი, კრწანისი – თამაზ ახობაძე. რაც შეეხება ზურაბ ჯაფარიძის პარტიას; დიდუბე – ნიკა მოსიაშვილი, ნაძალადევი – ბადრი გრიგალაშვილი, მთაწმინდა – თენგიზ კირთაძე და საბურთალოზე კანდიდატია – ბორის ყურუა.