საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიციამ საკუთარი მოვალეობა უნდა შეასრულოს და პარლამენტში უნდა შევიდეს.
„შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. რანაირად შეიფუთება რიგგარეშე თუ ხელახალი არჩევნების საკითხი, ეს მათი საკითხია, თუმცა, საერთო ჯამში, ისევ რიგგარეშე არჩევნებზე საუბრობენ. ჩვენ ვამბობთ, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები შედგა და მასში ასახულია საქართველოს მოსახლეობის ნება. არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რომელიც რამენაირად ეჭვს შეიტანს ამ შედეგებში. ასე რომ, მიიღონ ეს შედეგები, მიიღონ ის მანდატი, რომელიც მათ მიიღეს საქართველოს მოქალაქეებისგან და შეუდგნენ იმ მოვალეობის შესრულებას, რასაც სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელება ჰქვია”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.










