საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების თაობაზე ოპოზიციის კრიტიკულ შეფასებებს ეხმიანება და აცხადებს, რომ ოპოზიცია მხოლოდ ძალადობისთვის არის მოწადინებული.
„როგორც ჩანს, ოპოზიციას გადაწყვეტილი აქვს, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს და არა მარტო, ძალადობა ჰქონდეთ პოლიციელებზე არაერთგზის და ხულიგნობას უნდა მიმართონ.
იმ საკითხზე, რაზეც ოპოზიცია იყო პრეზიდენტთან, უპრიანი იქნებოდა, რომ თავდაპირველად საქართველოს პარლამენტში მობრძანებულიყვნენ და საზოგადოებისთვის თავიანთი არგუმენტები არ აეხსნათ და შეესრულებინათ თავიანთი ვალდებულება.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ თუ ოპოზიცია აპირებს ასე სისტემატურად ხულიგნობას, ძალადობას პოლიციელებზე არაერთგზის, ამ შემთხვევაში, შეიძლება გავამართლოთ მათი ასეთი აღშფოთება იმაზე, რომ პოლიციელებზე ძალადობასა და ხულიგნობაზე განმეორებითი შემთხვევებისთვის მკაცრდება სანქციები”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.









