ოპოზიციას სტრატეგიული დუმილი გვაქვს არჩეული, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიცია ელოდება, რომ ხალხმა დაინახოს „ქართული ოცნების” რეალური სახე.
„სტრატეგიული დუმილი გვაქვს ახლა არჩეული. ვაცადოთ და ხალხმაც დაინახოს მათი იდეალური სახე. რას ხედავენ? რომ მთავრობაში არაფერი იცვლება; ხედავენ, რომ ბიუჯეტი დაამტკიცეს, რომელიც არცერთ პროექტს არ ითვალისწინებს, რამაც შეიძლება ეკონომიკურად რამე სიკეთე მოუტანოს ქვეყანას”, – განაცხადა მან.










