“ირაკლი ხისტია, თუ უფრო რბილი, ყოველ შემთხვევაში, საქმეზე ლაპარაკობს და კონსტრუქციულ წინადადებებს აყენებს და ეს არ არის მისი ერთი, კონკრეტული პიროვნების პოზიცია, ეს არის გუნდის პოზიცია.”, – ასე პასუხობს “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, გია ვოლსკი ოპოზიციის მიერ ირაკლი კობახიძის კრიტიკას.
მისი თქმით, ოპოზიციის მოთხოვნაა, რომ მოლაპარაკების მაგიდაზე ირაკლი კობახიძე არ იყოს, რადგან მათ უნდათ, რომ სააკაშვილი მოვიდეს ხელისუფლებაში.
“ირაკლი კობახიძე მაგიდასთან არ უნდა იყოს, ჩვენ ყველანი უნდა წავიდეთ სახლებში და უნდა მოვიდეს სააკაშვილი ხელისუფლებაში – ეს არის ძირითადად ის ფორმულა, რომელსაც ჩვენი ოპონენტები გვთავაზობენ”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ცნობისთვის, საქართველოში პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის მიზნით ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი ბრუნდება.











