“მოლაპარაკებები იცით, რომ ჩვეულებრივად გრძელდება. მეოთხე რაუნდამდე მივედით, წინ გვაქვს კიდევ მეხუთე რაუნდი და ჩვენ, მმართველი პარტია ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ოპოზიციასთან გვქონდეს ჯანსაღი, კონსტრუქციული მოლაპარაკება”,- ამის შესახებ “ქართული ოცნნების” დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
“ველოდებით როდის ჩამოყალიბდებიან და როდის იქნებიან მზად, რომ გაგრძელდეს ეს მოლაპარაკებები. რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს, ეს საკითხი არც განიხილება, არც ამის საფუძველი არ არსებობს და არც ამის მხარდაჭერა არ აქვთ საზოგდოებაში. ჩვენ ეს ვნახეთ. უფრო მეტიც, იმ საზოგადოებრივი კვლევებით, ცალკეული საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებით, რომლებიც მაინც და მაინც არ არიან გამორჩეული მმართველი პარტიის მიმართ ლოიალურობით, იქაც კი დაფიქსირდა, რომ 76% მხარს უჭერს არა რევოლუციური გზის განვითარებას, არამედ იმას, რომ პარლამენტში მობრძანდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები და იქ გააგრძელონ საუბარი”,- განაცხადა ზარქუამ.










