„ლელო-საქართველოსთვის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე უარყოფს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ “ქართული ოცნება“ პარლამენტში შესვლის ნაცვლად, ოპოზიციონერ დეპუტატებს 2-დან 3 მილიონამდე დოლარს სთავაზობდა.
როგორც ჯაფარიძემ „თავისუფალ სივრცეში განაცხადა, ასეთი ფაქტი „ლელო“ წევრების მიმართ არ დაფიქსირებულა.
„მგონი, მიხეილ სააკაშვილს უნდა ჰკითხოთ ამასთან დაკავშირებით. ჩემი მხრიდან აბსოლუტურად უადგილოა ასეთ საკითხებზე თუნდაც კომენტარის გაკეთება. ჩემს პარტიაში მოსყიდვის მცდელობა, რა თქმა უნდა, არ ყოფილა“,- განაცხადა ხაზარაძემ.
მოსყიდვის შესახებ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი ხათუნა სამნიძე. მისი თმით, ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
„პირველად მესმის ასეთი რამის შესახებ. არავითარი ასეთი შემოთვაზება არ ყოფილა და არ მგონია, ამაზე სეროზული კომენტარის გაკეთება აუცილებელი იყოს“,- განაცხადა სამნიძემ.
ნახეთ, რას ამბობს სააკაშვილი ოპოზიონერი დეპუტატების შესაძლო მოსყიდვის შესახებ.










