10 დეკემბერს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების მე-5 რაუნდი გაიმართა. „პრაიმტაიმის“ ეს ინფორმაცია, ერთ-ერთ ოპოზიციურ პარტიაში დაუდასტურეს.
შეხვედრის ადგილი ამჯერადაც უცვლელია. ხელისუფლებისა და ოპოზციის წარმომადგენლები ერთმანეთს აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში შეხვდებიან.
იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის შეკრებამდე ორი დღე რჩება. სავარაუდოდ, ეს იქნება ბოლო და გადამწყვეტი რაუნდი და სწორედ ხვალ უნდა გაირკვეს, შესრულდება თუ არა ოპოზიციის მოთხოვნები, ან შევა თუ არა რომელიმე ოპოზიციონერი პარლამენტში.









