იუსტიციის ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ ოპოზიციის მიზანი მოლაპარაკებები და შეთანხმების მიღწევა არ არის. ამის შესახებ თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„იმედი მაქვს, რასაც ვფიქრობ, სიმართლე არ აღმოჩნდება და კრისტიან დანიელსონთან მოლაპარაკების მაგიდასთან ოპოზიცია თავის რეალურ ნებას აჩვენებს, მოლაპარაკებების მიზნით. ამას ძალიან ვისურვებდი, მაგრამ მგონია, რომ ოპოზიციის მიზანი მოლაპარაკებები და ამის შედეგად შეთანხმების მიღწევა არ არის. დაველოდოთ, მოვლენების განვითარებას და ვნახოთ, როგორ წავა პროცესი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
შარლ მიშელმა საქართველოში პოლიტიკური დიალოგის მედიაციისთვის თავისი წარმომადგენელი დანიშნა.










