“ამ დოკუმენტზე ხელმოწერით, ჩვენ მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ ოპოზიციის მხრიდან შეთანხმების ხელმოწერის შემთხვევაში „ქართული ოცნება“ პირობებს შეასრულებს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
„მოლაპარაკების ბოლო რაუნდში ჩვენ ვთქვით, რომ მოვაწერთ ხელშეკრულებას ხელს, თუ ოპოზიცია თანახმაა ხელი მოაწეროს ამ დოკუმენტს. მას შემდეგ იყო გარკვეული ინსინუაციები, რომ თითქოს „ქართული ოცნება“ არ აწერდა ხელს და არ ეთანხმებოდა ამ დოკუმენტს. იყო ასევე ბრალდება, რომ თითქოს ჩვენ ჩავშალეთ ეს შეთანხმება. დღეს ჩვენ მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ ელჩებთან კონსულტაციების შემდეგ ველოდით ოპოზიციის შემხვედრ ნაბიჯებს, ახლა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ხელი მოვაწეროთ დანიელსონის დოკუმენტს“, – განაცხადა თალაკვაძემ.











