სოციალური ექსპერტის რუსუდან თევზაძის თქმით, ოპოზიციამ თავისივე ინიციირებულ, მოწონებულ, შეთანხმებულ ინიციატივაზე კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო, „რაც უბრალოდ ნონსენსია“.
მისის თქმით, საარჩევნო სისტემაზე მიღებული საკონსტიტუციო ცვლილება სახელმწიფოებრივი ნაბიჯია.
„რა ჩაიდინა ოპოზიციამ? ზოგადად, პოლიტიკურ სივრცეში ნებისმიერი პარტიის ოპერირება ძალიან წააგავს ჭადრაკის თამაშს, სადაც ძალიან სიფრთხილე, გონიერება და სიზუსტეა საჭირო და მუდმივად არსებობს იმის რისკების, რომ სულ მცირე შეცდომის შემთხვევაშიც კი მოგებული თამაში შეიძლება წაგებული აღმოჩნდეს.
ეს მოხდა მათ შემთხვევაშიც – რეალურად, ისინი წაგებულები არიან და ამას არ აღიარებენ. ჩემი აზრით, ეს მათთვის პოლიტიკური თვითვმკვლელობა იყო. ბუნებაში თვითმკვლელობის გამოსწორება შეუძლებელია, მაგრამ რამ მიიყვანა ეს პარტიები აქამდე? არც არის საჭირო, ბევრი ვისაუბროთ წარსულზე. საკმარისია ჩამოვთვალოთ სულ მცირე სამი კომპონენტი.
პირველი – ოპოზიციამ თავისივე ინიციირებულ, მოწონებულ, შეთანხმებულ ინიციატივაზე კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო, რაც უბრალოდ ნონსენსია. მეორე – კიდევ უფრო უარესი, ელჩის თემა. ხან საფრანგეთის ელჩი გალანძღეს, ხან გერმანიის და რა არ დააბრალეს. ეს მათი საქციელი გაშიშვლების, პოლიტიკური თვითლუსტრაციის ტოლფასია“, – განაცხადა რუსუდან თევზაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.











