ჩვენ აუცილებლად შევიკრიბებით და გარანტირებულად შეგვიძლია ჩვენ უკვე ვთქვათ, რომ საქართველოს შემდეგი მოწვევის პარლამენტში ნამდვილად იქნებიან „ქართული ოცნების“ დეპუტატები უმრავლესობით“, – ამის შესახებ თეა წულუკიანმა აჭარის ტელევიზიის ეთერში განაცხადა.
„ქართული ოცნების“ წევრი ოპოზიციის პროტესტს უსაფუძვლოს უწოდებს და იმედს გამოთქვამს, რომ მეათე მოწვევის პარლამენტში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც შევლენ.
„ოპოზიციის პროტესტი გაგრძელდება პარლამენტის შეკრებამდე. იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენთან ერთად იქნებიან გარკვეული ოპოზიციური პარტიების წევრები, თუ არა სრულად ოპოზიცია. ვნახოთ, რამდენად მაღალი პასუხისმგებლობის გამოჩენას შეძლებენ ისინი, ან საერთოდ შეძლებენ თუ არა. მთავარია, რომ ყველაფერი იქნება სტაბილურად, კარგად და ეს პროტესტი, რომელიც არის აბსოლუტურად არალეგიტიმური და უსაფუძვლო ძალიან მალე ამოწურავს თავის თავს“, – განაცხადა წულუკიანმა ვახო ხუზმიაშვილის გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ სტუმრობისას.










