fbpx
06/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ოპოზიციისგან განსხვავებით ხელისუფლებას აქვს მკაფიო მესიჯი, რომ არ დაუშვას ნაცების რევანში – ზურაბიშვილი

19:27 ივლისი 28, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
806
ნახვა

არ არის დღეს ქართულ საზოგადოებაში ის განწყობა, რომ ოღონდ ,,ქოცრაზმი“ მოვიშოროთ და დანარჩენი მეორეხარისხოვანია. ასეთი განწყობა აქვთ მხოლოდ წინა ხელისუფლების მხარდამჭერებს და იმათშიც ყველას არა, – ამის შესახებ დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციის ყველაზე დიდი პრობლემა რეგიონებში მაჟორიტარებზე ვერ შეთანხმებაა.

„ჩემი სუბიექტური და მოკრძალებული აზრით, საპარლამენტო არჩევნების წინ ოპოზიციის ყველაზე დიდი პრობლემა არის არა ის, რომ რეგიონებში მაჟორიტარებზე ვერ თანხმდებიან (ეს მე საერთოდ არ მგონია სერიოზული პრობლემა), არამედ ის, რომ ოპოზიციური ფლანგს არა აქვს პასუხი ფუნდამენტური ხასიათის კითხვაზე: რა იქნება ხელისუფლების დამარცხების შემთხვევაში?

“კოალიციური მთავრობა” არის ძალიან ზოგადი და ფაქტობრივად არაფრისმთქმელი პასუხი ამ მთავარ კითხვაზე. აქ მნიშვნელოვანია კონკრეტიკა. კერძოდ: რა პრინციპით მოხდება კოალიციური ხელისუფლების ფორმირება? ვინ იქნება პრემიერი? ვინ შევლენ მთავრობაში? რა რეფორმები გატარდება და რა მიმართულებით? ასევე საინტერესოა, როგორ გადაწყდება მიხეილ სააკაშვილის, ზურაბ ადეიშვილის, დათა ახალაიას, მეგის ქარდავას, სოსო თოფურიძის და სხვა გასამართლებულ ძებნილთა ბედი და ა.შ და ა.შ. კიდევ ბევრი უპასუხო კითხვა შეიძლება დაისვას.

“ჯერ ბიძინა გადავაგდოთ და მერე ვნახოთ” ასევე არ არის პასუხი. ეს უფრო პასუხისთვის თავის არიდებაა. არ არის დღეს ქართულ საზოგადოებაში ის განწყობა, რომ ოღონდ ბიძინა და მისი ქოცრაზმი მოვიშოროთ და დანარჩენი მეორეხარისხოვანია. ასეთი განწყობა აქვთ მხოლოდ წინა ხელისუფლების მხარდამჭერებს და იმათშიც არა ყველას. სხვებისთვის კი პირიქით, გადამწყვეტი მნიშვნელობა სწორედ იმ დანარჩენს აქვს.

თუ ოპოზიციური კოალიცია დარჩება მხოლოდ ზოგადაბსტრაქტულ დაპირებად და ის არ შეივსება კონკრეტული შინაარსით, ვფიქრობ ხელისუფლების ამოცანა ფრიად გაადვილდება, რადგან ოპოზიციური სპექტრისგან განსხვავებით ხელისუფლებას აქვს მკაფიო და ადვილად გასაგები მესიჯი: არ დაუშვას ნაცების რევანში, რაც ადმინისტრაციულ რესურსთან ერთად აქამდე ყოველთვის უზრუნველყოფდა მის გამარჯვებას და ახლა ამ ყველაფერს კიდევ დაემატა კოვიდ-19-თან წარმატებული მებრძოლის იმიჯი.

აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ პოლიტიკური ოპოზიციის გაურკვეველი და ბუნდოვანი გეგმები მომავალზე იწვევს საპროტესტო ამომრჩევლის მნიშვნელოვანი ნაწილის ნიჰილიზმს აწმყოში და მერე აღარ იყოს საყვედურები, ხალხი რომ არ გამოდის, ბიძინას ოცნებაც იმიტომ გვაბრუნებს წარსულშიო“, – წერს დავით ზურაბიშვილი.

ცნობისთვის დავით ზურაბიშვილმა „რესპუბლიკური პარტია“ 26 ივლისს დატოვა და განაცხადა, რომ არ აპირებს არც ერთ პარტიაში გაწევრიანებას.
თეგები: დავით ზურაბიშვილი

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

ვულოცავ ნიკა მელიას ევროპულ აღიარებას – ბერძენიშვილი მელიასთვის გირაოს გადახდაზე

მაისი 8, 2021
818
პოლიტიკა

ეჭვი მაქვს, იგავმიუწვდომელ შტერობას აპირებენ – ზურაბიშვილი თალაკვაძის გადადგომაზე

აპრილი 24, 2021
858
პოლიტიკა

ზურაბიშვილი: ორივე მხარეს ურჩევნია, რომ მეორე მხარემ კაპიტულაცია გამოაცხადოს, მაგრამ ეს არ მოხდება

მარტი 18, 2021
787

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია