ოპოზიციურ დეპუტატებს მანდატები შეუწყდებათ მათივე მოთხოვნის საფუძველზე, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„ჩვენ პოზიცია ამაზე დავაფიქსირეთ. ვთქვით, რომ მანდატები შეუწყდებათ მათივე მოთხოვნის საფუძველზე. ზოგადად, პარლამენტი იღებს ამაზე გადაწყვეტილებას, თუმცა ამასთან დაკავშირებით გუნდის პოზიცია ცნობილია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელი დეპუტატები პარლამენტისთვის დეპუტატის მანდატის შეწყვეტის მოთხოვნით მიმართვას აპირებენ.











