fbpx
15/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა 6,9%-ით გაიზარდა

15:04 ნოემბერი 30, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
815
ნახვა

საქსტატის წინასწარი შეფასებით, მიმდინარე წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 6,9%-ით გაიზარდა, ხოლო 2021 წლის პირველი ათი თვის ზრდის საშუალო მაჩვენებელი 10,5% იყო.

აღსანიშნავია, რომ ოფიციალური მონაცემების გამოცხადებამდე ერთი დღით ადრე, გუშინ პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა თქვა, რომ ოქტომბრის თვის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი დაახლოებით 7%-მდე იქნებოდა.

საქსტატის ანგარიშში ნათქვამია, რომ 2021 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, ხელოვნება, გართობა და დასვენება, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, სასტუმროები და რესტორნები, ვაჭრობა. კლების ტენდენცია კი დაფიქსირდა მშენებლობის დარგში.

საქსტატის ანგარიშში მითითებულია, რომ 2021 წლის იანვარ-ოქტომბერში საქონლის ექსპორტი 24,9%-ით, ხოლო იმპორტი 22,3%-ით გაიზარდა. შესაბამისად, საგარეო სავაჭრო ბრუნვა 23%-ით არის გაზრდილი.

მიმდინარე წლის ოქტომბერში ახლადრეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა წლიურად 4,7%-ით, 4 236-მდე გაიზარდა. ამავე პერიოდში დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვამ 25,6%-ით 9,74 მილიარდ ლარამდე მოიმატა.

ეკონომიკური ზრდის ანგარიში ქვეყანაში არსებული ინფლაციის შესახებ მონაცემებსაც მოიცავს და აღნიშნულია, რომ ოქტომბერში წლიური ინფლაცია 12,8%-იყო. აღსანიშნავია, რომ ეს ბოლო 10 წელში ფასების ზრდის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეკონომიკის შემცირება გასული წლის მარტიდან დაიწყო, რაც კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის ფონზე მიღებულ შეზღუდვებს უკავშირდებოდა. ეკონომიკის ვარდნის ტენდენცია გაგრძელდა მომდევნო თვეებშიც. ბოლო გათვლების მიხედვით, 2020 წლის მეორე კვარტალში ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 13,2%-ით, მესამე კვარტალში — 5,6%-ით, ხოლო მეოთხე კვარტალში 6,8%-ით შემცირდა. წლიურად, 2020-ში საქართველოს ეკონომიკამ 6,8%-ით იკლო.

რაც შეეხება მიმდინარე წლის სტატისტიკას, პირველ კვარტალში ქვეყნის ეკონომიკა 4,1%-ით შემცირდა, მერე კვარტალში 28,9%-ით გაიზარდა, ხოლო მესამე კვარტალში 9%-იანი ზრდა დაფიქსირდა. მთავრობა წელს ეკონომიკის 10%-ით გაზრდას ელოდება.

ბუღალტერია

თეგები: ეკონომიკა

დაკავშირებული სტატიები

ეკონომიკა

სამივე სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, საქართველო დაუბრუნდა პანდემიამდელ მდგომარეობას – ფინანსთა მინისტრი

სექტემბერი 27, 2021
794
ეკონომიკა

პარლამენტმა სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები დაამტკიცა

ივლისი 22, 2021
787
ეკონომიკა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0791 ლარი გახდა

ივნისი 4, 2021
813

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია