აშშ-ს პრეზიდენტს, ჯო ბაიდენსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შორის პირველი სატელეფონო საუბარი გაიმართა.
ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, საუბარი შეეხო რუსეთის მხრიდან აშშ-ის არჩევნებში ჩარევას. პუტინმა ამ საკითხზე ჯო ბაიდენისგან გაფრთხილება მიიღო.
მხარეებმა ასევე განიხილეს რუსეთში მიმდინარე ოპოზიციის საპროტესტო აქციები.
ვლადიმერ პუტინმა ჯო ბაიდენს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ორივე მხარეს ურთიერთობის გაგრძელებაზე შეთანხმდა.











