ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ორი აბიტურიენტი მაღალი სიცხის გამო გამოცდაზე არ დაიშვა. ამის შესახებ ინფორმაციას შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
გამოცდაზე აბიტურიენტთა 93% გამოცხადდა.
„ერთიანი ეროვნული გამოცდები 2020 დღეს, 09:00 საათზე ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო.
გამოცდაზე გამოცხადდა აბიტურიენტთა 93%-ზე მეტი, დაიგვიანა ორმა და მაღალი სიცხის გამო არ დაიშვა ორი აბიტურიენტი.
ხვალ, 7 ივნისს ერთიანი ეროვნული გამოცდები ისევ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით გაგრძელდება“,- ნათქვამია გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო.
ნახეთ – გამოცდების განრიგი სრულად.
გამოცდების ეროვნული ცენტრი საგამოცდო ცენტრების მისამართებსა და მისასვლელ მარშრუტებს აქვეყნებს.











