გიგა ბოკერიას განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ შეთანხმების დოკუმენტს რომც მოაწეროს ხელი თავად არ მოაწერს ხელს, მიუხედავად იმისა, რომ მადლობელია მედიატორის და ყველასი, ვისაც აქვს პოლიტიკური, პრაგმატული და მორალური ინტერესი ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის.
როგორც ბოკერია აღნიშნავს, ვადამდელი არჩევნების და პოლიტპატიმრების თავისუფლების გარეშე პოლიტიკური კლიმატი ვერ შეიცვლება.
მისი თქმით, განაგრძობენ პარტნიორებთან მუშაობას, რომ კრიზისის განმუხტვის გზა გადიოდეს, როგორც რეფორმებზე, ასევე პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე და ვადამდელ არჩევნებზე.










