ბოლო შეხვედრაზე „ქართულმა ოცნებამ“ გვითხრა, რომ რიგგარეშეზეც თანახმა ვართო. ანუ ოთხი საკითხიდან, გვითხრეს რომ ოთხივეზე თანახმა ვართო. ოღონდ დაგვიდასტურეთ, რომ 1% მაინც გაყალბდაო, – ამის შესახებ ალეკო ელისაშვილმა “Facebook” ლაივის დროს განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიცია 4 საერთო მოთხოვნაზე შეთანხმდა, რომლებიც დაპირების მიუხედავად, „ევროპულმა საქართველომ“ გააჟღერა. ესენია: ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისფულება, რიგგარეშე არჩევნები ან პლებისციტი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წესის შეცვლა და საარჩევნო წესების შეცვლა.
„99% საარჩევნო წესებთან და საარჩევნო კომისიების ფორმირებასთან დაკავშირებით, რაც მივიტანეთ, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, „ქართულმა ოცნებამ“ ამაზე დასტური გვითხრა. და ჩვენი შეხვედრების, 5-6 საათი იქ რომ ვიყავით, ძირითადი დრო მიდიოდა ამ საკითხებზე, მართლა ჯოკერს კი არ ვთამაშობდით ან წრეში ბურთს, “, – განაცხადა ელისაშვილმა.











