„ერთიანი საქართველოს“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ხელისუფლებას მუდმივად აქვს იმედი, რომ ოპოზიციაში განხეთქილებას შეიტანს, მაგრამ ამას ვერ ახერხებს. ამის შესახებ ბურჯანაძემ ჟურნალისტებთან „ლელოს“ ოფისში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების შეხვედრამდე განუცხადა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს კონსულტაციები გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებას მუდმივად აქვს იმედი, რომ ოპოზიციაში განხეთქილებას შემოიტანს, ამას ნამდვილად ვერ ახერხებს. ოპოზიციის წინადადებებმა, რომელიც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გადაეცათ, ნამდვილად ნათლად დაანახა ელჩებსაც და საზოგადოებასაც, რომ ჩვენ ნამდვილად კრიზისიდან გამოსავალს ვეძებთ, ოღონდ ეს გამოსავალი ცხადია ვერ იქნება ისეთი, როგორიც „ქართულ ოცნებას“ უნდა, რომ მთელმა ქართულმა საზოგადოებამ მიიღოს და გადაყლაპოს ის ძალიან მწარე ლუკმა, რასაც გაყალბებული არჩევნები ჰქვია“,-განაცხადა ბურჯანაძე











