„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
როგორც მან განაცხადა, „ქართული ოცნებისთვის“ ოპოზიციის მხარდამჭერები „უბრალოდ რიცხვები“ არიან.
„ივანიშვილისთვის, „ქართული ოცნებისთვის“, ჟვანიასთვის თქვენ ხართ უბრალოდ რიცხვები, რიცხვები, რომლებიც შეიძლება, გადაკეთდეს, 1=3-ს, 4=9-ს, აი, ეს ხართ თქვენ მთელი „ქართული ოცნებისთვის“ მთელი ქართველი ხალხი, მაგრამ ერთი არ უდრის სამს, ოთხი არ უდრის ცხრას და ქართველი ხალხი არ უდრის ოლიგარქს და „ქართულ ოცნებას“,- განაცხადა ბაქრაძემ.
ინფორმაციისთვის, დღეს ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს კიდევ ერთხელ აპროტესტებს და პარლამენტის წინ აქციას მართავს.









