ოზურგეთში, ცოტა ხნის წინ, ერისთავის ქუჩაზე მდებარე საბითუმო მაღაზიას, ცეცხლი გაუჩნდა.
ადგილზე იმყოფებოდა სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ბრიგადა. მეხანძრეებმა ხანძრის ლიკვიდაცია შეძლეს, თუმცა მაღაზიაში მდებარე პროდუქცია მთლიანად დაიწვა.
რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება.
ავტორი: ნინე ულუმბელაშვილი











