ბრუნდება თუ არა პარტია “სახელმწიფო ხალხისთვის” დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე “დიდი სცენიდან” ქართულ პოლიტიკაში? ამ საკითხზე პარტიაში დაზუსტებულ ინფორმაციას არ ფლობენ.
როგორც „პრაიმტაიმნიუსთან“„სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერმა ნიკა მაჭუტაძემ განაცხადა, ბურჭულაძეს პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ მასთან არ უსაუბრია.
„ბატონი პაატა ბურჭულაძე, როგორც საერთაშორისო მნიშვნელობის ხელოვანია, ამჟამად არის დაკავებული უშუალოდ თავისი საოპერო საქმიანობით და ასევე, ხშირად აფიქსირებს თავის სამოქალაქო და საზოგადო პოზიციებს საქართველოში მიმდინარე საკითხების შესახებ.
რაც შეეხება მის პოლიტიკურ-საარჩევნო გააქტიურებას, ჯერ ასეთი რამ მე პირადად მისგან არ მომისმენია და ასეთ დადასტურებულ ინფორმაციას არ ვფლობ.
ვფიქრობ, რომ პაატა ბურჭულაძე, სადაც არ უნდა იყოს და რომელ ფორმატშიც არ უნდა იყოს, მუდამ იქნება საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების გამტარებელი – იქნება ეს საერთაშორისო შემოქმედებითი სივრცე თუ ქველმოქმედება, საჯარო სეგმენტი თუ კულტურული პროექტები“,- განაცხადა მაჭუტაძემ.
ინფორმაციისთვის, პაატა ბურჭულაძემ პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის“ 2016 წელს დატოვა და კარიერას დაუბრუნდა.
ავტორი: ეკატერინე ზარნაძე











