საქართველოში სამივე ვაქცინით აცრილთა შორის COVID-19-ით ინფიცირებულთა მაჩვენებელი ძალიან მცირეა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ “ღამის კურიერის” ეთერში განაცხადა.
“გეტყვით ერთს, ჯერჯერობით, რაც გვაქვს საქართველოში მონაცემები, დაახლოებით ერთნაირად არის სულ ყველა ვაქცინით, ორჯერ აცრილებზეა საუბარი, დაახლოებით 0.3-0.4%, ვინც მაინც გახდა ავად ორჯერ აცრილებში. ეს არის ძალიან მიზერული ციფრი,” – განაცხადა პაატა იმნაძემ.
ცნობისთვის, დღეის მონაცემებით, საქართველოში სულ 266 161 პირია აცრილი.











