არასდროს მათ არ ექნებათ ის რეიტინგი, რასაც ელოდებიან. „ქართული ოცნება“ არის განწირული, ამიტომ შეეშვან არჩევნების თარიღით მანიპულირებას – ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე მმართველი გუნდის განცხადებებს არჩევნების შესაძლო გადადებასთან დაკავშირებით.
არჩევნები შეიძლება დეკემბერში ჩატარდეს – ირაკლი კობახიძე
„პანდემიას საარჩევნოდ სათავისოდ ისედაც იყენებენ. როდესაც ჩაკეტილია ქვეყანა, ისინი გაქანებულ საარჩევნო კამპანიაში იმყოფებოდნენ, დღესაც საარჩევნო კამპანიას აწარმოებენ. დაწყებული ფინანსური, დამთავრებული სხვა სახის ქმედებები მიდის არჩევნებისთვის მოსამზადებლად. ისინი ამავე დროს დაიწყებენ მანიპულირებას არჩევნების თარიღით იმის მიხედვით, თუ როდის ექნებათ მაღალი რეიტინგი. დავუშვათ აწყობთ, ოქტომბერში ჩაატარებენ, თუ არა, მიზეზად პანდემიას გამოიყენებენ და სხვა რიცხვისთვის გადადებენ. არასდროს მათ არ ექნებათ ის რეიტინგი, რასაც ელოდებიან. „ქართული ოცნება“ არის განწირული, ამიტომ შეეშვან არჩევნების თარიღით მანიპულირებას. ეს არის ანტიკონსტიტუციური და არავინ აპატიებს ამ პანდემიის ფაქტორის უკანონოდ და უსამართლოდ გამოყენებას. ხალხი, სპეციალისტები, პარტიები, საერთაშორისო თანამეგობრობა მიხვდება, არის თუ არა საფრთხე. ემუქრება თუ არა ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე. ვერავის ვერ მოატყუებენ დღეს. პანდემიით მანიპულირება დღეს არის პოლიტიკური ძალაუფლების შენარჩუნების კიდევ ერთი ხერხი, რომელსაც „ქართული ოცნება“ უნამუსოდ იყენებს“- აცხადებს რომან გოცირიძე.










