პანდემიისდ როს, აპრილ-ივნისის თვეში Facebook-ისა და Instagram-ის გვერდიდან 7 მილიონი ცრუ ინფორმაცია წაიშალა. ამის შესახებ Facebook-ის კონტენტის პოლიტიკის გუნდის წარმომადგენლმა განაცხადა.
როგროც იგი ამბობს, კორონავირუსის პანდემიის ფონზე ფაქტების გადამოწმებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.
„ ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად არის დაცული გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ, ამავდროულად, უნდა უზრუნველვყოთ მომხმარებლების დაცულობა და უსაფრთხოება. როდესაც ხდება ზღვარის გადაკვეთა და მომხმარებლების ინტერესები საფრთხის წინაშე დგება, ჩვენ ამასთან დაკავშირებით გვაქვს რადიკალური მიდგომა და ვშლით მსგავსი სახის კონტენტს.
გვაქვს დეზინფორმაციაზე გათვლილი პოლიტიკა 2018 წლიდან, რომლის მიხედვითაც, ჩვენ ვშლით დეზინფორმაციის შემცველ კონტენტს, რომელსაც შეუძლია დაუყოვნებელი ფიზიკური ზიანის გამოწვევა. როგორც იცით, კორონავირუსი მოწინავე თემაა ყველასთვის, მათ შორის, „ფაქთ ჩექერებისთვის“ მთელი მსოფლიოს მასშტაბით და გვსურს დავრწმუნდეთ, რომ ვაკეთებთ ყველაფერს, რაც ჩვენს შესაძლებლობებშია, რომ დავუპირისპირდეთ მავნე გავლენის მქონე ინფორმაციას პანდემიასთან დაკავშირებით. იანვრიდან, მას შემდეგ, რაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა, ჩვენ მივიღეთ ეს პოლიტიკა, რომ შვაჩეროთ ცრუ ინფორმაციის გავრცელება კორონავირუსთან დაკავშირებით. ეს პოლიტიკა გლობალურად არის მიღებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მსგავსი სახის კონტენტის წაშლა საქართველოშიც მოხდება. მიმდინარე წლის აპრილისა და ივნისის შუალედში ჩვენ წავშალეთ 7 მილიონი კონტენტი ფეისბუქსა და ინსტაგრამზე, ამ პოლიტიკის დარღვევისა და კორონავირუსთან დაკავშირებული საზიანო ინფორმაციის გავრცელებისთვის“, – განაცხადა ჯესიკა ცაკერმა.











