fbpx
07/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

პანდემიის დროს პარლამენტმა უარი თქვა თავისი ძირითადი ფუნქციის შესრულებაზე – TI

12:31 ივნისი 16, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
781
ნახვა

„კრიზისულ ვითარებაში პარლამენტი ფაქტობრივად უარს ამბობს თავისი ძირითადი ფუნქციის განხორციელებაზე“ – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევაშია ნათქვამი.

კვლევაში შეფასებულია 2019 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდში განხორციელებული საპარლამენტო კონტროლი და მისი შედეგები.

„კვლევის პერიოდი პოლიტიკურ დაძაბულობასა და პანდემიის პერიოდს დაემთხვა და გამოვლინდა, რომ კრიზისულ ვითარებაში პარლამენტი, ფაქტობრივად, უარს ამბობს თავისი ძირითადი ფუნქციის განხორციელებაზე – საპარლამენტო კონტროლი სუსტია და კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება პარლამენტისა და მთავრობის წევრთა ანგარიშვალდებულება საპარლამენტო კონტროლის პროცესში, ასევე, პრობლემად რჩება ოპოზიციის უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის მყარი საკანონმდებლო გარანტიების არ არსებობა“, – ნათქვამია TI-ს განცხადებაში. 

კვლევის საფუძველზე შემდეგი გამოიკვეთა:

– პანდემიისა და მისგან გამოწვეული კრიზისის დროს პარლამენტმა, ფაქტობრივად, უარი თქვა თავისი ფუნქციის შესრულებაზე და ადამიანის ძირითადი უფლებების შეზღუდვის უფლებამოსილება სრულად მიანდო მთავრობას. პარლამენტი არ ახორციელებდა აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის ეფექტურ მონიტორინგს;

– საგანგებო მდგომარეობის დროს პარლამენტის კომიტეტებს არ ჩაუტარებიათ სხდომა, რომელიც შეეხებოდა საგანგებო მდგომარეობის პერიოდში მთავრობის საქმიანობის კონტროლს;

– საგანგებო მდგომარეობის დროს კომიტეტებს არ გამოუყენებიათ მათთვის მინიჭებული უფლებამოსილება, საქმიანობის მიმართულებიდან გამომდინარე, შეემოწმებინათ საგანგებო მდგომარეობის დროს გამოცემული ნორმატიული აქტების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობა და მათი შესრულების მდგომარეობა;

– კოვიდპანდემიის დროს განრიგით გათვალისწინებული 11 მინისტრის საათის ნაცვლად, მხოლოდ 4 მინისტრის საათი ჩატარდა;

– საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე, ოპოზიციური ფრაქციების მიწვევისას არ მივიდა კომიტეტის სხდომაზე.

– საპარლამენტო კონტროლის მექანიზმები, ხშირ შემთხვევაში, არ გამოიყენება ქვეყნისათვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით.

– არ არსებობს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმი, რომელიც ოპოზიციას მისცემდა შესაძლებლობას, მოკლე ვადაში, აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით, პლენარულ სხდომაზე დაიბაროს მთავრობის წევრი, დაუსვას მას კითხვები და გამართოს დებატები. ოპოზიციურ ფრაქციას კომიტეტის სხდომაზე პრემიერ-მინისტრის, გენერალური პროკურორის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის დაბარების უფლება არ აქვს, რაც დაუსაბუთებლად ზღუდავს ამ უმნიშვნელოვანესი თანამდებობის პირების მიმართ საკომიტეტო კონტროლის განხორციელებას.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში” მიიჩნევენ, რომ ქვეყნისათვის კრიზისულ ვითარებაში პარლამენტმა სრულყოფილად უნდა განახორციელოს საპარლამენტო ზედამხედველობა.

„განსაკუთრებულ კონტროლს საჭიროებს მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვები, რომელიც უშუალოდ ეხება ადამიანის უფლებების შეზღუდვას“, – აღნიშნულია კვლევაში.

თეგები: კვლევაპარლამენტისაერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო

დაკავშირებული სტატიები

მსოფლიო

კვლევა: AstraZeneca-ს ან Pfizer-BioNTech-ის ვაქცინების Moderna-ს ვაქცინასთან კომბინაცია უკეთეს იმუნურ პასუხს უზრუნველყოფს

დეკემბერი 8, 2021
832
პოლიტიკა

პლენარულ სესიაზე კანონმდებლები 2022 წლის კორექტირებული ბიუჯეტის ვერსიას უყრიან კენჭს

დეკემბერი 2, 2021
1.3k
საზოგადოება

ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებელი პირების მიმართ სასჯელის ზომები მნიშვნელოვნად გამკაცრდა – პარლამენტმა კანონპროექტები დაამტკიცა

დეკემბერი 1, 2021
804

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია