პანდემიის პირობებში შობის დღესასწაულის აღნიშვნა უდიდესი გამოწვევაა და მასშტაბურმა შეკრებებმა შესაძლოა, ეპიდემიოლოგიური ვითარება კიდევ უფრო გაართულოს, – ამის შესახებ აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი, ენტონი ფაუჩი აცხადებს.
ფაუჩის განმარტებით, მადლიერების დღესასწაულის დროს ქვეყანაში მასშტაბური შეკრებებმა კორონავირუსის შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდა გამოიწვია.
მისი თქმით, შობის დღესასწაულზე ვითარება შეიძლება კიდევ უფრო გაუარესდეს, რადგან არდადეგების პერიოდი უფრო ხანგრძლივია.
„ჩვენ წინ რთული პერიოდი გველოდება. მოსახლეობას მოვუწოდებ, დაიცვან რეკომენდაციები და ატარონ პირბადე, მოერიდონ მასშტაბურ შეკრებებსა და მოგზაურობას“, – განაცხადა ფაუჩიმ.










