პანდემიის შემდგომი პერიოდი რთული იქნება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსაც მოუწია გეგმების გადახედვა და გარკვეული პროექტების დროში გადანაწილება, – ამის შესახებ პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
„სამინისტროს პრიორიტეტებში გათვალისწინებულია რეგიონების ინფრასტრუქტურული განვითარებისთვის საჭირო ყველა აუცილებელი მიმართულება. ჩვენს მიერ დაგეგმილი ყველა პროექტი, საერთო ჯამში, ემსახურება რეგიონის გაძლიერებას, ქვეყნის რეგიონებში ეკონომიკური საქმიანობის გააქტიურებას, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას“, – განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა.











